გარემოზე ზრუნვის საოცარი გაკვეთილი ვანის N2 საჯარო სკოლაში
19-03-2021

ვანის N2 საჯარო სკოლის უმცროსკლასელებმა გარემოზე ზრუნვას პრეზენტაცია მიუძღვნეს და კიდევ ერთხელ, ყველა დაგვაფიქრეს იმაზე, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია, გაუფრთხილდეს გარემოს.

„ვანის N2 საჯარო სკოლის პედაგოგ, ლელა დვალიშვილის დახმარებით, ბავშვები ასევე წარმატებით ივითარებენ საჭირო უნარებს, მათი პრეზენტაცია კი მდგრადი განვითარების მიზნებსაც მოიცავს - ისინი ფიქრობენ გარემოზე და გვაფიქრებენ ჩვენ, უფროსებს“ - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სწორედ უსაყვარლესი ლელა მასწავლებლის ძალისხმევის შედეგად, პატარებმა იციან, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მას გაფრთხილება სჭირდება.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203