ზედა საქარის საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა მცენარის ნერგები დარგეს
19-03-2021

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ზედა საქარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში მცენარის ნერგები დარგეს. მერვეკლასელებმა შეისწავლეს ლევან გოთუას მოთხრობა „ჩემი უსტარაული“ და ნახეს ფილმი „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“, რამაც სურვილი გაუჩინა ბავშვებს, თავადაც შეეტანათ წვლილი ბუნების დაცვაში.

„მსოფლიოს ყურადღება გარემოს დაცვისკენაა მიპყრობილი, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს დღეს ბუნების გადასარჩენად, მაგრამ რას აკეთებს თითოეული ჩვენგანი? ეს კითხვა გაუჩნდათ VIII კლასის მოსწავლეებს, როცა შეისწავლეს ლევან გოთუას მოთხრობა „ჩემი უსტარაული“ და ნახეს ფილმი „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“. გამოსავალი და კითხვის პასუხი ერთია - ჩვენ გვჭირდება უამრავი ელზეარ ბუფიე და ლევან გოთუა, რომელთაც გარემოზე ზრუნვა, მისი მოვლა-პატრონობა შეუძლიათ... ჰოდა, მივბაძეთ მათ, რამდენიმე ნერგით გავალამაზეთ სკოლის ეზო და ვიზრუნეთ ბუნებაზეც... ახლა თქვენ მოგვბაძეთ ჩვენ და ერთად ვიზრუნოთ დედაბუნებაზე!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203