ბათუმის ქართულ-ამერიკულმა სკოლა „პროგრესმა“ პირველკლასელთა განაცხადების მიღება დაიწყო
19-03-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალმა 2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა განაცხადების მიღება დაიწყო.

„სასწავლო დაწესებულება უზრუნველყოფს თქვენი შვილების ხარისხიანი ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების განათლებით.

ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) სწავლა, ორმაგი დიპლომით. მცირერიცხოვანი კლასები (15-16 მოსწავლე კლასში);

მე-4, მე-6, მე-9, მე-11 კლასების დასრულებისას, ინგლისური და გერმანული ენის საერთაშორისო სერტიფიკატი;

მე-6 კლასიდან გაცვლითი პროგრამები 12 ქვეყანაში ჩვენს პარტნიორ სკოლებში, კოლეჯებში და უნივერსიტეტებში;

მე-9 კლასის დასრულებისას, STEM აკადემიის საერთაშორისო სერტიფიკატი (ელექტრონიკა, ინჟინერია, პროგრამირება);

მე-10 კლასის დასრულებისას - ბიზნეს სკოლის აკრედიტირებული დიპლომი;

არაფორმალური განათლების, სპორტის, ლიტერატურისა და ხელოვნების მრავალფეროვანი კლუბები და წრეები;

ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეთათვის PSAT/SAT და TOEFL/IELTS საერთაშორისო გამოცდებისთვის უფასოდ მომზადება;

მოქნილი მობილობა ქალაქებს შორის თბილისი-ქუთაისი-ბათუმი და საზღვარგარეთ ბარიერების გარეშე სწავლის გაგრძელება;

შემოგვიერთდით და გახდით პროგრესული მსოფლიოს ნაწილი!

დარეგისტრირდით: bit.ly/JoinSchoolProgress

ბათუმი, ტბელ-აბუსერიძის 11ა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203