კალინინოს საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლება რეკომენდაციების დაცვით გრძელდება
19-03-2021
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოს საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლება პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვით გრძელდება.

სკოლის დირექტორის, ​ზამილა მამედოვას განცხადებით, მოსწავლეებისთვის ტემპერატურის გაზომვის ფუნქციას მორიგე მასწავლებლები ითავსებენ.

მამედოვა მიესალმება რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც მე-5 კლასის ზემოთ მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულოა. 

მისი თქმით, ბავშვებს პირბადის ტარება უჭირთ, თუმცა ასე თავს გაცილებით დაცულად გრძნობენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203