საჩინოს საჯარო სკოლელები მშობლიური ენის სიწმინდის სადარაჯოზე - მოსწავლეებმა ბიულეტენები გამოსცეს
19-03-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, საჩინოს საჯარო სკოლაში, დასწრებითი სწავლება რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეებიცა და მასწავლებლებიც ასრულებენ პროტოკოლს, თუმცა პანდემიასთან ბრძოლის პერიოდშიც კი, არ ივიწყებენ მთავარს - რომ უნდა დაიცვან მშობლიური ენის სიწმინდე.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, საჩინოს საჯარო სკოლაში არსებული „ენის სიწმინდის დაცვის წრე“ ფუნქციონირებს და მისმა თითოეულმა წევრი მშობლიური ენის სიწმინდის სადარაჯოზე დგას.
სწორედ ამ იდეას ემსახურებოდა ის აქტივობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელდა - „ენის სიწმინდის დაცვის წრის“ წევრებმა ბიულეტენები გამოსცეს და ამით კიდევ ერთხელ, შეახსენეს როგორც სასკოლო საზოგადოებას, ისე თითოეულ მოქალაქეს, რომ ჩვენი ვალია სახელმწიფო ენის სიწმინდის შენარჩუნება და თავდაუზოგავი ბრძოლა ბარბარიზმებსა თუ ენის სხვა „დამაბინძურებლებთან“.
„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203