ბაზაქლოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი კოვიდ-რეგულაციების დაცვით გრძელდება
19-03-2021
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზაქლოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი კოვიდ-რეგულაციების დაცვით გრძელდება.
სკოლის დირექტორის, მაია ამიროვას განცხადებით, სასწავლო დაწესებულება მოსწავლეების თერმოსკრინინგს საგაკვეთილო პროცესის დაწყებამდე თავისუფლად უზრუნველყოფს.
მისივე თქმით, ტემპერატურის გასაზომად, დამატებით კადრის საჭიროებას ვერ ხედავენ.
„სკოლა რეკომენდაციებს სრულად იცავს. მასწავლებლები და მოსწავლეები, ვისთვისაც აუცილებელია, ატარებენ პირბადეს“, - ამბობს დირექტორი.