ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს
19-03-2021

15 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში დასწრებული სწავლება განახლდა. ამ მხრივ გამონაკლისი არც ზესტაფონის მუნიციაპლიტეტის, ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლა გახლავთ, სადაც სასწავლო პროცესი არსებული პროტოკოლის სრული დაცვით მიმდინარეობს.

რაც მთავრია, თავად სკოლის ადამინისტრაციას, მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის მომზადებული აქვს პრეზენტაცია, სადაც დეტალურადაა გაწერილი ყველა ის პუნქტი, რომლის შესრულებაც უწევთ.

სკოლაში ხორციელდება თერმოსკრინინგი; სკოლაში არც ერთი პირი, 1-4 კლასების მოსწავლეთა გარდა, პირბადის გარეშე არ დაიშვება; ასევე საკლასო ოთახები ხშირად ნიავდება და სველი წესით ლაგდება, სკოლის ადმინისტრაცია კი, მოსწავლეებსა და მშობლებს ატყობინებს, რომ მათ აქვთ დისტანციური სწავლების უფლება.

ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში ზედმიწევნით ზრუნავენ სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობაზე და ისიც კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ თუ არსებულ რეგულაციებს ზედმიწევნით შეასრულებენ, ონლაინ-სწავლებაზე გადასვლა არ მოუწევთ და სკოლის ზარიც არა ცარიელ კედლებში, არამედ ბავშვებისთვის დარეკავს. 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203