ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „სანთელი ესე დაუვსებელი“ განახორციელეს
19-03-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედა სიმონეთის დავით კლდიაშვილის სახელობის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში განახორციელეს პროექტი სახელწოდებით - ,,სანთელი ესე დაუვსებელი..."
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს გრიგოლ ხანძთელის ღვაწლი ტაო- კლარჯეთის აღმშენებლობის საქმეში. საინტერესო იყო მოსწავლეთა მიერ მოძიებული მასალები და პრეზენტაციები, რომელიც შთამბეჭდავი გახადა ილუსტრაციათა კომპოზიციამ.
პროექტის ხელმძღვანელი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნესტან გოგოლაშვილი.