იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მიწვეული ექიმი ადრეული ქორწინების რისკებზე ესაუბრა
19-03-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინტელექტისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განსავითარებლად საინტერესო შეხვედრები ეწყობა.
ამჯერად, საშუალო კლასების მოსწავლებს პედაგოგმა სათენიკ ლაგზანიამ საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარა, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებს ახალქალაქის ექიმი შეხვდა და ადრეული ქორწინების რისკების შესახებ ესაუბრა.