
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლებს, მასწავლებლებსა და თანაკლასელებს გაზაფხულის დადგომა, დედის დღე და ქალთა დღე მიულოცეს.
„მოსწავლეებმა მოაწყვეს ნაკეთობების და ნახატების გამოფენა, რომლებიც თემატურ შესაბამისობაშია გაზაფხულთან და დედის დღესთან. ისაუბრეს იმის შესახებ, რომ სიტყვა „დედა“ განსაკუთრებული და მრავალმნიშვნელოვანია ქართველებისთვის, დედა სამშობლო, დედა ენა, დედამიწა და ა.შ. წაიკითხეს დედის სიყვარულით გამთბარი ლექსები, შეასრულეს სიმღერები“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები