სენაკის N7 სკოლის მოსწავლემ, ცოტნე კაციამ izrune.ge-ს თებერვლის შემაჯამებელ ტესტში დიპლომი მოიპოვა
სენაკის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერადაც, სკოლის მოსწავლემ - ცოტნე კაციამ
izrune.ge-ს თებერვლის შემაჯამებელ ტესტში დიპლომი მოიპოვა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.