პირველი ობჩის საჯარო სკოლის მშობელთა კლუბში მორიგი სემინარი თემაზე - „ძალადობის ფორმები და მათი პრევენცია“ ჩატარდა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის მშობელთა კლუბში მორიგი სემინარი ჩატარდა.
სემინარის თემა იყო - „ძალადობის ფორმები და მათი პრევენცია“.
სემინარზე განიხილეს:
- არის ძალადობა?
- რა არის ქალთა მიმართ ძალადობა?
- ძალადობის რა ფორმები არსებობს?
- ვინ შეიძლება ჩაითვალოს ძალადობის მსხვერპლად?
- ვინ ითვლება მოძალადედ?
- ვის ეკისრება ვალდებულება და ვის აქვს შესაბამისი ორგანოებისათვის ძალადობის ფაქტის შეტყობინების უფლება?
- რა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები არსებობს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის?
სემინარი საინტერესოდ წარიმართა და მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
იხილეთ ფოტოები