
საზრიან და ბეჯით - ილია ჩხაიძეს, izrune.ge-ს ტესტებში კვლავ ბრწყინვალე შედეგი აქვს! ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის ბეჯითმა მოსწავლემ თებერვლის შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი მოიპოვა.
„მოგესალმებით, მე ილია ჩხაიძის დედა ვარ. ილია ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეა. ილია ყოჩაღი ბიჭია, შეძლებისდაგვარად ყველაფერს კარგად ართმევს თავს..ძალიან უყვარს მათემატიკა. დიდი სიხარულით ელოდება თქვენს ტესტებს. დიდი მონდომებით ცდილობს, ყველაფერს პასუხი გასცეს...
მოუწოდებს მის თანატოლებს, რომ ჩაერთონ ამ წამახალისებელ პროექტში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მის მასწავლებელს - ირინა ყაზაიშვილს. მადლობას გიხდით მეც, ასეთი პროექტის შექმნისთვის“,- გვწერს, მადლიერი, მზრუნველი მშობელი - თამო როხაძე.