ოფშკვითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს თებერვლის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.
მოსწავლეებმა თებერვლის შემაჯამებელ ტესტში ბრინჯაოს დიპლომები აიღეს.
მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები