„სიკეთე გადამდებია!“-ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებმა, დირექტორისა და დამრიგებლის, ჩართულობით საქველმოქმედო აქცია განახორციელეს
18-03-2021

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“  მე-7 კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა, სკოლის დირექტორის ნანა ჩარექიშვილის და კლასის დამრიგებლის მაია ქათამაძის ჩართულობით საქველმოქმედო აქცია განახორციელეს. 

მოსწავლეებმა თავიანთი ხელით შეარჩიეს და მრავალშვილიან დედას გადასცეს ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სკოლის ნივთები და საკვები პროდუქტი.

„ქალთა დღეს ქველმოქმედების გარეშე არ ჩაუვლია! ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა, სკოლის დირექტორის ნანა ჩარექიშვილის და კლასის დამრიგებლის მაია ქათამაძის ჩართულობით, კიდევ ერთ ოჯახს გაუწიეს დახმარება!

ბავშვებმა თავიანთი ხელით შეარჩიეს და მრავალშვილიან დედას გადასცეს ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სკოლის ნივთები და სხვადასხვა საკვები პროდუქტი.  

„სიკეთე გადამდებია!“ ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ სხვა ახალგაზრდებიც შემოუერთდებიან აქციას და გაიზრდება კეთილი, გულუხვი, ღირსეული და პროგრესული თაობა“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203