
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლაში განათლებისა და მეცნიერების პროგრამის - „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში საინტერესო აქტივობა ჩატარდა. მოსწავლეებმა რეგიონის მასშტაბით გამოჩენილი სპორტსმენების ბიოგრაფიები მოიძიეს და კედლის გაზეთისათვის წერილი მოამზადეს.
სკოლის დირექცია მოსწავლეებსა და მასწავლებლებს: ქრისტინე ქურციკიძეს, გიორგი გავაშელსა და ლაშა ტყეშელაშვილს მადლობას უხდის.