დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება
18-03-2021
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლა ამაყობს თავისი წარმატებული მოსწავლეებით.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე მურო ექიზაშვილი გახდა სატელევიზიო ფორმატის ლიტერატურული შოუს -„წიგნების თაროს“ IX სასკოლო სეზონის ხალხის რჩეული.
 
ტელეპროექტმა „წიგნების თარო“ ხალხის რჩეულის გამოსავლენად კონკურსი ერთი თვის წინ დაიწყო, გულშემატკივრებს ხმის მიცემა შეეძლოთ სამ საათში ერთხელ. მურო ექიზაშვილი წიგნების თაროს IX სასკოლო სეზონის ჩემპიონ გუნდთან ერთად გაემგზავრება კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203