ბრეძის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ხარაზიშვილი მომღერალ გულნაზ გოლეთიანს მადლობას უხდის
18-03-2021
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძის საჯარო სკოლას მომღერალი გულნაზ გოლეთიანი სტუმრობდა.

სკოლის დირექტორი ირმა ხარაზიშვილი გულნაზ გოლეთიანს მადლობას უხდის.

„მინდა მადლობა გადავუხადო ულამაზესი ქართული სიმღერების უბადლო შემსრულებელს, სახალხო ბულბულს, საქართველოს მშვიდობისთვის მებრძოლ ადამიანს, გულნაზ გოლეთიანს, რომელმაც ულამაზასი დღე აჩუქა ბრეძის საჯარო სკოლის მოსწავლეებს. 

ასევე, დიდი მადლობა ჩვენი სკოლის მუსიკა-ხელოვნების მასწავლებელს, იზა ხეცურიანს, რომელმაც ქალბატონ გულნაზთან ერთად, დაგეგმა პროექტი „ვუმღეროთ მშვიდობას“.

მადლობა ამ ულამაზეს ქალბატონებს, რომ ასე ზრუნავენ მომავალ თაობაზე. დღევანდელი დღე აუცილებლად კვალს დატოვებს ჩვენს პატარებზე“, - აცხადებს სკოლის დირექტორი.

იხილეთ ვიდეო 1:

იხილეთ ვიდეო 2: 

იხილეთ ვიდეო 3:

იხილეთ ვიდეო 4: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203