მარნეულის N3 სკოლა სასწავლო პროცესს კოვიდ-რეგულაციების დაცვით განაგრძობს
18-03-2021
მარნეულის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი კოვიდ-რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.
სკოლის დირექტორის, გიულნარა დარგალის განცხადებით, სასწავლო დაწესებულებაში თერმოსკრინინგის პროცედურას ყოველ დილით პედაგოგები ატარებენ.
„სკოლა ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით იცავს. გვიტარდება სავალდებულო ტესტირება. მუდმივ კავშირზე ვართ მშობლებთან. თუ ვინმეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, სკოლაში არ მოდის. გვაქვს ყველანაირი ჰიგიენური საშუალება“, - აცხადებს სკოლის დირექტორი.