ფარცხანაყანევის N2 სკოლის ტექნიკური აღჭურვა დაიწყო
18-03-2021
მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის ტექნიკური აღჭურვა დაიწყო.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ტექნიკური აღჭურვა „მომავლის სკოლის“ ფარგლებში მიმდინარეობს.
„ამ ეტაპზე, სკოლა მთლიანად დაიფარა უსადენო (WI-FI) ინტერნეტით; შეძენილი და დამონტაჟებულია 2 ინტერაქტიული დაფა. სმარტ დაფა საუკეთესო საშუალებაა, პანდემიის პირობებში დაგროვილი ახალი გამოცდილების საკლასო ოთახებში გადმოტანისთვის.
პროექტი ხორციელდება 2020 წლის სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფარგლებში, განათლების კოალიციისა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დაფინანსებით.
სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის მიზანია, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისთვის; სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ინიციატივების მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.
კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203