კერძო სკოლა „ანაბასისის“ ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფმა მე-8 კლასში ჩატარებული ქიმიის გაკვეთილი მოისმინა
18-03-2021
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფმა ქიმიის წამყვანი მასწავლებლის, ქეთევან ედიბერიძის მიერ მე-8 კლასში ჩატარებული გაკვეთილი მოისმინა და განიხილა.
სკოლის ინფორმაციით, გაკვეთილი რომლის თემასაც „ატომის იმპერია - სუბატომური ნაწილაკები“ წარმოადგენდა, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.
„მოსწავლეებმა შეძლეს მონაცემების გაანალიზება და არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე დასკვნების გამოტანა; მოდელების შექმნა; საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიური მიღწევების შეფასება მდგრადი განვითარების პრინციპების თვალსაზრისით.
გაკვეთილის შემდეგ, ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფსა და პედაგოგს შორის შედგა შეხვედრა.
მასწავლებელმა ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიის წარდგენის შემდეგ. ხარისხის განვითარების ჯგუფიდან განმავითარებელი უკუკავშირი მიიღო“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203