ჭანჭათის საჯარო სკოლა პედაგოგ ლარისა ჭყონიას სკოლაში მუშაობის 50 წლის იუბილეს ულოცავს
18-03-2021
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლის დირექცია რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ლარისა ჭყონიას სკოლაში მუშაობის 50 წლისთავს ულოცავს.
„სკოლის დირექცია, მთელი კოლექტივის სახელით, ქალბატონ ლარისას უსურვებს ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს.
აღსანიშნავია, რომ ასაკის მიუხედავად, მან ისწავლა კომპიუტერითა და ტელეფონით „თიმსის“ პლატფორმაზე შესვლა და დისტანციური გაკვეთილების სრულფასოვნად ჩატარება.
როგორც სკოლის დირექტორს, მახარებს, 68 წლის მასწავლებლისგან საქმისადმი ასეთი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
კომპიუტერული ტექნოლოგიის ათვისებამდე, ის მეზობელ სოფელშიც კი დადიოდა და კომპეტენტური ადამიანების დახმარებით ერთვებოდა ონლაინ სივრცეში.
თანამედროვე ეპოქაში ადაპტაციის უნარი იმაზე მეტად აქტუალური გახდა, ვიდრე ოდესმე. სასიხარულოა, როდესაც მასწავლებლები, ასაკის მიუხედავად, ახერხებენ, ფეხი აუწყონ ახალ გამოწვევებს“, - ნათქვამია სკოლის დირექტორის, ილია ვადაჭკორიას წერილში.
„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203