ვანის N2 სკოლის მოსწავლეებმა დარეჯან დედოფლის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს
18-03-2021
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლის IXბ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნატო მჟავიას ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია მოამზადეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პრეზენტაციში მოსწავლეებმა დარეჯან დედოფალსა და მასზე, როგორც დედოფლის როლზე, საქართველოს ისტორიაში, იმსჯელეს.
პრეზენტაციაში ასევე განხილულია ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიით გამოწვეული ქართველი ერის პროტესტი და აღნიშნულ პროცესებში დარეჯან დედოფლის აქტიური ჩართულობა.