ბალხოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს
18-03-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალხოს საჯარო სკოლაში დასწრებითი ფორმით სასწავლო პროცესი კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულება განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავს.
„ყოველდღე ხორციელდება ბავშვების და თანამშრომლების სიცხის გაზომვის პროცესი. ყველა რეგულაცია მკაცრადაა დაცული“, - აცხადებენ სკოლაში.