„ჯანსაღი ცხოვრების წესი“ - რუისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაციებზე იმუშავეს
18-03-2021
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლა პროექტს, სახელწოდებით „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ ახორციელებს.
სკოლის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ელექტრონულ ფორმატში შექმნეს პრეზენტაციები შემდეგ თემებზე: პანდემია, სწორი კვება და ჯანსაღი საკვები; მარხვა/დიეტა დადებითი და უარყოფითი მხარეები; ციფრულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება; სიგარეტი, ნარკოტიკი და ალკოჰოლი - დადებითი და უარყოფითი მხარეები; პირადი ჰიგიენის წესების დაცვა COVID-პანდემიის დროს.
პროექტში, რომელსაც გოჩა პაპუნაშვილი ხელმძღვანელობს, მე-7 და მე-11 კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ.
„პროექტის მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ცნობიერების ამაღლება და უნარ-ჩვევების გამომუშავება. თანამშრომლობა - სპორტის და ესთეტიკის კათედრასთან. პროექტი დაიწყო იანვარში და დასრულდება მარტში“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203