„25 თებერვალი - საქართველოს ოკუპაციის დღეა“ - ნახშირღელის საჯარო სკოლის მე-11 კლასში დისკუსია გაიმართა
18-03-2021

„25 თებერვალი - საქართველოს ოკუპაციის დღეა“ - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის მე-11 კლასში დისკუსია გაიმართა, რომლის მიზანიც იყო 1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაციის გახსენება და პარალელების გავლება დღეს არსებულ მცოცავ ოკუპაციასთან.

დისკუსიას ისტორიის მასწავლებელი გუგული ხუჯაძე ხელმძღვანელობდა.

„მოსწავლეებმა არგუმენტებით იმსჯელეს რუსეთის მიზნებზე, რომ დღესაც ხდება ქართული მიწების მიტაცება, დაასაბუთეს საკუთარი მოსაზრებები, როგორ უნდა მოგვარდეს აგრესორ მეზობელთან ურთიერთობა. ოკუპაციის თემას მიეძღვნა ნახატების გამოფენა „მცოცავი ოკუპაცია“, ხელმძღვანელი ხელოვნების წამყვანი მასწავლებელი ლელა გვენეტაძე იყო“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203