„ონლაინ სწავლებამ გვასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია სკოლასა და მოსწავლეს შორის“-ქუთაისის N38 სკოლის დირექტორი ალექსანდრე კერესელიძე
18-03-2021

რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან ?- ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ქუთაისის N38 საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე კერესელიძე პასუხობს. 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა. . . 
- საფრთხეები რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს განათლება სისტემას.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . . 
- თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია სკოლასა და მოსწავლეს შორის. 

- 2020 წელს დავახასიათებდი. . . 
- უდიდესი გამოწვევების წელი.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . . 
- საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობა, საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . . 
- მათი აზრით სკოლაში მიღებული განათლება არ არის ხარისხიანი.

- მშობლებს ვურჩევდი. . . 
- მეტი დრო დაუთმონ საკუთარ შვილებს.
 
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . . 
- როგორ აღზარდოს სკოლამ განათლებული და ღირსეული მოქალაქე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203