
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ქალთა დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩაატარეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს ქალის როლზე ისტორიაში, აღნიშნეს, რომ ოდითგანვე ქალი გამოირჩეოდა სიძლიერითა და სიმამაცით. ასევე ისაუბრეს ქალის როლზე მეცნიერებაში, მედიცინაში, რომ ქალი იყო ქრისტიანობოს პირველი გამავრცელებელი, ქალი იყო უძლიერესი ხელმწიფე, ისაუბრეს ასევე ქეთევან დედოფალზეც.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს ქალის როლი კაცობრიობის ისტორიაში. გარდა ამისა, ბავშვებმა აღნიშნეს, რომ ქალი, როგორც დედა, ყოველთვის სათაყვანებელია და მის წინაშე ხელმწიფეებიც კი ქედს იხრიდნენ.