„გავუფრთხილდეთ გარემოს“ - სენაკის N1 საჯარო სკოლის II კლასში ბუნების საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
18-03-2021

„გავუფრთხილდეთ გარემოს“ - გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის II კლასში საინტერესო ბუნების გაკვეთილი ჩატარდა. კლასის მასწავლებელი ნონა ფარულავაა.

„მოსწავლეებს მიეცათ კომპლექსური დავალება, რასაც თავი შესანიშნავად გაართვეს, წარმოადგინეს ნახატები, სურათები, ჩანაწერები, ვიდეო მასალები, გააკეთეს პრეზენტაციები, ისაუბრეს, როგორ გამოიყურება სუფთა და დაბინძურებული გარემო, რა სიკეთის მოტანა შეუძლია, თუ გავუფრთხილდებით და რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის გულგრილობამ, გაუფრთხილებლობამ. ისაუბრეს რას აკეთებენ თვითონ, რა წვლილი შეაქვთ ბუნების გალამაზებასა მის დაცვაში. გამოთქვეს საინტერესო მოსაზრებები საყვარელ ყვავილებზე, ხეებზე, ცხოველებსა და ფრინველებზე, მდინარეებსა და მასში მობინადრე თევზებზე ,გადაშენების პირას მყოფ სხვადასხვა სახეობებზე. ასევე გააკეთეს დასკვნები თუ რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203