
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N1 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბმა „განთიადი“ მორიგი მეცადინეობა ჩაატარა, რომლის თემაც იყო - „არა ძალადობას“.
მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე იმსჯელეს, საკუთარი აზრები წარმოაჩინეს და აღნიშნეს, რომ ყველა სახის ძალადობა მიუღებელია.
„მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ მოგექცნენ“ - ბავშვებმა ამ მოწოდებით პლაკატები დაამზადეს.
იხილეთ ფოტოები