თხინვალის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ცერცვაძემ izrune.ge-ს თებერვლის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.თებერვლის შემაჯამებელ ტესტს თავი წარმატებით გაართვა მე-9 კლასის მოსწავლე გიორგი ცერცვაძემ და ბრინჯაოს დიპლომიც დაიმსახურა.
მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.