მაკვანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ელენე თოიძემ და ანდრია ღლონტმა izrune.ge-ს დიპლომები მოიპოვეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.თებერვლის შემაჯამებელ ტესტს თავი წარმატებით გაართვეს მე-3 კლასის მოსწავლე ელენე თოიძემ და მე-4 კლასის მოსწავლე ანდრია ღლონტმა და ვერცხლის დიპლომები მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები