„ერთად დავამარცხებთ ბულინგს“ - ნახშირღელეს საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
17-03-2021

5 მარტს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეს საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, თამარ ხუციშვილის ხელმძღვანელობით, თემაზე - „ერთად დავამარცხებთ ბულინგს“ ღონისძიება ჩატარდა.

მოსწავლეებმა იმსჯელეს ბულინგის, როგორც დისკრიმინაციული ქმედების უარყოფით მხარეებზე, გაიაზრეს ამ სოციალური მოვლენის არსი, მოძებნეს მისი გადაჭრის გზები. იმსჯელეს, თვითონ როგორ იქცევიან მსგავს სიტუაციებში, რომ საჭიროა ერთმანეთის მიტევება, მოსმენა, პატივისცემა. ფილმი ნახეს და მასწავლებლებთან ერთად დისკუსია გამართეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203