
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება - „არა ოკუპაციას“ გაიმართა.
მოსწავლეებმა 1921 წლის თებერვლის მოვლენებზე ისაუბრეს და სამშობლოსათვის დაცემულ გმირებს პატივი მიაგეს.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
იხილეთ ფოტოები