
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა გაიმართა. დედის მიმართ სიყვარული მასწავლებლებმა ერთი სიტყვით გამოხატეს და დაფაზე წარწერებს მოუყარეს თავი.
„მონატრებული საზეიმო განწყობა სკოლაში. შევეცადე ცოტა გამეთბო გულები თანამშრომლებისათვის, მოსწავლეების დახმარებით მივულოცეთ დედის დღე. გაამართლა იდეამ, ყველას ერთი სიტყვით გამოეხატა დედის მიმართ სიყვარული. მადლობა თქვენ“,-წერია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები