„ტოლერანტობა“ - ხარების საჯარო სკოლაში პროექტი განხორციელდა
17-03-2021

„ტოლერანტობა“ - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლაში კლასგარეშე აქტივობა განხორციელდა.

აღნიშნულ პროექტში IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც აქტივობას კარგად გაართვეს თავი. მათ ისაუბრეს ტოლერანტობის მნიშვნელობაზე, წარმოადგინეს პრეზენტაცია, მოამზადეს კედლის გაზეთი, ასევე აბრები, რომლებიც შემდეგ სკოლისა და სოფლის ტერიტორიაზე გამოაკრეს. 

„აღნიშნული პროექტის განხორციელებით კმაყოფილი დარჩა მთელი კლასი. მადლობა მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის და სკოლას გვერდში დგომისთვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203