„ონლაინ სწავლებამ უფრო გონივრული გადაწყვეტილებების მიღება გვასწავლა“ - რუსუდან ღუბიანური, ყვარელწყლის საჯარო სკოლის დირექტორი
17-03-2021
რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის საჯარო სკოლის დირექტორის, რუსუდან ღუბიანურის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . .
 

- რომ დრო უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად სიყვარულისთვის და ღიმილისთვის, რადგან ყველაფერი დროებითია და მთავარია ჯანმრთელობა ...

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . . 

-  უფრო გონივრული გადაწყვეტილებების მიღება, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მომზადებული შევხვდეთ მოსალოდნელ რისკებს, შეუძლებელი არაფერია!

- 2020 წელს დავახასიათებდი. . . 

- სირთულეების და გამოწვევების წელს, რომელმაც სხვა თვალით დაგვანახა სამყარო, გადააფასა ღირებულებები და ფასეულობები. 

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . . 

- ერთმანეთის მიმართ თანადგომა და ერთიანი ძალისხმევით პრობლემების გადასაჭრელად მზადყოფნა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . . 

- უპასუხისმგებლობა და დროის ფუჭად ხარჯვა...

- მშობლებს ვურჩევდი. . . 

- უფრო მეტად დადგნენ შვილების გვერდით და მეტი ჩართულობა გამოიჩინონ სასწავლო პროცესში.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . . 
 
- შევქმნა უკეთესი გარემო მოსწავლეებისათვის, რათა ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებისათვის გამოიმუშაონ და შეიძინონ საჭირო უნარ-ჩვევები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203