„მოცეკვავე წვიმა“ - რუსთავის N23 სკოლის მოსწავლეებმა ნამუშევრები შექმნეს
17-03-2021
ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე საინტერესო აქტივობა განახორციელეს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მე-2 კლასის მოსწავლეებმა თემაზე „მოცეკვავე წვიმა“ ნახატები შექმნეს.

„გაზაფხულდა... ჰოდა, გაზაფხულზე ჟუჟუნა წვიმაც სასიამოვნოა. „სამი დღეა ცეკვავს წვიმა, დახტის წვიმა, მღერის წვიმა...“ - ასეთია ჩვენი პატარების თვალით დანახული მოცეკვავე წვიმა“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203