თბილისის N129 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ორბელიანების სასახლე დაათვალიერეს 
17-03-2021

თბილისის N129 საჯარო სკოლის მოსწავლეები Covid-19-ის ვირუსის გავრცელებამდე, სხვადასხვა აქტივობებში აქტიურად მონაწილეობდნენ. სკოლის ადმინისტრაცია იმედს გამოთქვამს, რომ ვირუსს მალე დავამარცხებთ და მოსწავლეები აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან.

„2020 წლის თებერვალს ჩვენი სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ პრეზიდენტის რეზიდენციას, რომელიც მდებარეობს ორბელიანების სასახლეში (თბილისის, გიორგი ათონელის ქ. N25-ში). 

დიდი იმედი გვაქვს, მალე დავამარცხებთ ამ ვირუსს, რომელმაც ყველაფერთან ერთად საკმაოდ დიდი გამოცდილებაც შეგვძინა და მეტად მობილიზებულები და მოტივირებულები დავუბრუნდებით ძველ ცხოვრებას, საინტერესო და მრავალფეროვანი სასკოლო აქტივობებით“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
იხილეთ ბმული:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203