თლუღის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები ჩატარდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავი აღინიშნა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებაში ეროვნული გმირი, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეწირული მარო მაყაშვილი გაიხსენეს.
მე-8 კლასის მოსწავლემ, მათე ხვედელიძემ მარო მაყაშვილის ცხოვრებისა და გმირობის შესახებ სტენდი მოამზადა და მისი დღიურიდან ამონარიდები წარმოადგინა.
იხილეთ ფოტო: