„დედის დღე და გაზაფხული ერთად მოგვილოცია“ - კვირიკეს N1 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები აღნიშნეს
17-03-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N1 საჯარო სკოლაში 3 და 8 მარტი აღნიშნეს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა მასწავლებლებსა და მშობლებს გაზაფხულის დღესასწაულები ღონისძიებით მიულოცეს.

„დედის დღე და გაზაფხული ერთად მოგვილოცია“ - ამ სლოგანით გამართულ აქტივობაში დაწყებითი კლასების მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ.

„მე-2 კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია გააკეთეს. ვიდეოები და მისალოცი ბარათები სხვადასხვა კლასის ბავშვებმა გააკეთეს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ პრეზენტაცია:

იხილეთ ვიდეოები: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203