მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N2 საჯარო სკოლაში სწავლა რეგულაციების მკაცრი დაცვით მიმდინარეობს.
როგორც დირექტორი აზადა მურადოვა აღნიშნავს, სკოლაში თერმოსკრინინგი ყოველდღიურად ტარდება. მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესის დაწყებამდე, მოსწავლეების თერმოსკრინინგის პროცედურებს დროულად ასწრებენ.
კითხვაზე, საჭიროა თუ არა სკოლაში დამატებითი კადრი თერმოსკრინინგისთვის, დირექტორი პასუხობს, რომ ამ ფუნქციის შესასრულებლად დამატებითი კადრი სკოლას არ ესაჭიროება და პედაგოგებიც კარგად ართმევენ თავს.