ოლავერდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღეს ნახატები მიუძღვნეს
17-03-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები ნამუშევრებით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით მისალოცი ბარათები დახატეს და დედებს გული გაუხარეს. პატარებმა შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და ნამუშევრები მონდომებით შეასრულეს.
სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის აღინიშნება.