„პი“ რიცხვის იუბილე თბილისის N108 სკოლაში - მოსწავლეებმა მათემატიკური დღესასწაული კრეატიული აქტივობებით აღნიშნეს
17-03-2021
თბილისის N108 საჯარო სკოლაში 15 მარტს „პი“ რიცხვის იუბილე აღინიშნა.
სკოლის ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებაში, აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოქმედებითად დატვირთული აქტივობა განხორციელდა.
„იუბილე მოკრძალებულად (დისტანციის და სხვა რეკომენდაციების დაცვით) აღინიშნა. სკოლის ფოიეში გამოიფინა მოსწავლეთა თემატური ნამუშევრები; გაჟღერდა „პი“ რიცხვისადმი მიძღვნილი მელოდია; მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დაურიგდათ მათემატიკის კლუბის მიერ შექმნილი საინფორმაციო ფლაერები; კლუბის წევრებმა კლასებში წარადგინეს „პი“ რიცხვთან დაკავშირებული საპრეზენტაციო მასალა. მათივე მხრიდან გაეცა პასუხი მოსწავლეების მიერ დასმულ არაერთ კითხვას.
თბილისის 108-ე საჯარო სკოლა „პი“ რიცხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფესტივალს, რომელიც ექსპო-ჯორჯიას პავილიონში ჩატარდა, 2019 წელს შეუერთდა. 2020 წელს სკოლაში დაგეგმილი „პი“-ს კვირეული პანდემიის გამო ვერ განხორციელდა.
დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ წელს შევძლებთ როგორც სკოლაში, ასევე მთელს საქართველოში (ფესტივალის სახით) ღირსეულად აღვნიშნოთ ეს დღესასწაული“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203