
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში რეგულაციები დაცულია, ყოველდღიურად თერმოსკრინინგს ახორციელებს სკოლის დარაჯი მალხაზ მიქელაძე, რომელიც კარგად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.
„სკოლა არის მცირეკონტიგენტიანი, შესაბამისად, მოსწავლეებიც მცირე რაოდენობითაა, აქედან გამომდინარე, სკოლას არ ესაჭიროება დამატებით პერსონალი თერმოსკრინინგისათვის.
სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები პირნათლად ასრულებენ დაწესებულ რეგულაციებს. საკმარისზე მეტად მომარაგებულები ვართ სამინისტროს მიერ სადეზინფექციო ხსნარებით და საჭირო ინვენტარით, ორ კვირაში ერთხელ სკოლის ყველა თანამშრომელი იტარებს covod-19-ზე ტესტირებას. დაკისრებულ ვალდებილებას ყველა პირნათლად ასრულებს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისათვის“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები