აგარის საჯარო სკოლის მოსწავლე შოთიკო გუნდაძემ izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.თებერვლის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით დაძლია მე-5 კლასის მოსწავლე შოთიკო გუნდაძემ და ბრინჯაოს დიპლომი დაიმსახურა.
მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.