ზემო ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინი მამულაძემ izrune.ge-ს თებერვლის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზემო ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.თებერვლის შემაჯამებელი ტესტი მე-2 კლასის მოსწავლე ნინი მამულაძემ წარმატებით გაიარა და ვერცხლის დიპლომი დაიმსახურა.
მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.