ყოროლისთავის საჯარო სკოლის მოსწავლე დათა როდინაძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი დაიმსახურა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.თებერვლის შემაჯამებელი ტესტი ბრწყინვალედ შეასრულა მე-2 კლასის მოსწავლე დათა როდინაძემ და ოქროს დიპლომი დაიმსახურა.
მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.