„ძლევამოსილი მეფე დავითი“ - კაჭრეთის საჯარო სკოლას დაქვემდებარებულ სკოლა ნანიანში საინტერესო პროექტი განხორციელდა
16-03-2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლის დაქვემდებარებაში მყოფი სკოლა ნანიანში პროექტი - „ძლევამოსილი მეფე დავითი“ განხორციელდა. 

მოსწავლეებმა პროექტს წარმატებით გაართვეს თავი. მასწავლებელი მანანა ყამბარაშვილი მათ მონდომებისთვის მადლობას უხდის.

„საკლასო ოთახებში დაბრუნებულმა II - IV კლას-კომპლექტის მოსწავლეებმა სიხარულით აიტაცეს იდეა მეტი გაეგოთ საკუთარი ქვეყნის ისტორიის შესახებ. შერჩეული თემა თებერვლის თვის მნიშვნელოვან თარიღს დავუკავშირეთ და მოსწავლეთა დიდი ძალისხმევით მცირე დროში განვახორციელეთ პროექტი - „ძლევამოსილი მეფე დავითი“. ამ ფორმატით მუშაობა პირველი იყო მათთვის, თუმცა თავი გაართვეს. კედლის გაზეთის მხატვრულად გაფორმება VIბ კლასის მოსწავლე ლუკა ღვინაშვილმა იტვირთა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ნახატების გამოფენაც. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს ასეთი მონდომებისთვის“,- აღნიშნავს მასწავლებელი მანანა ყამბარაშვილი.

იხილეთ ბმული:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203