
5 მარტს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის უფროსმა მასწავლებელმა, იულია ეპრიკიანმა მე-5 კლასში ღია გაკვეთილი ჩაატარა.
მასწავლებელმა სასწავლო პროცესის დროს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები გამოიყენა და მოსწავლეებს სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა.
„გაკვეთილის მიზანი იყო ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე მოსწავლეებს ახალი სულის ჩადგმა, რომ ისინი უფრო ჩართული იყვნენ საგაკვეთილო პროცესში, საუბარში, დიალოგებსა და დებატებში. იყვნენ უფრო გარკვეულნი და ჰქონდეთ გამოცდილება“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები